ფეხბურთი

23:39 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ბრომვიჩმა" პულისს გაუხანგრძლივა

"ვეტ ბრომვიჩმა" მთავარ მწვრთნელ ტონი პულისს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და 58 წლის სპეციალისტი გუნდში 2018 წლის ივლისამდე იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

უელსელი სპეციალისტი "ვესტ ბრომვიჩში" 2015 წლის დასაწყისში მივიდა. მას შემდეგ პულისის გუნდმა 77 მატჩი ჩაატარა, აქედან კი 25 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა, ხოლო 28 მატჩში მარცხი განიცადა. ამჟამად ტონის გაწვრთნილი შეგირდები პრემიერლიგის ცხრილში 10 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113992