როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოსა და “ჩელსს” შორის სიყვარული საბოლოოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრაში “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც “ლურჯებმა” ჟოზეს შეგირდები 4:0 დაამარცხეს, ეს გამოჩნდა.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა standard.co.uk-თან საუბარში აღნიშნა, რომ ისეთი გულშემატკივრები, როგორიც “წითელ ეშმაკებს” ჰყავს, არსად უნახავს.
“ჩვენ წავაგეთ “ჩელსისთან” 0:4, თუმცა გულშემატკივრები მაინც გვერდში გვედგნენ და მღეროდნენ. ასეთი გულშემატკივრობა, მე სხვაგან არსად მინახავს”, – განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედს” მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. გუნდი 9 ტურის შემდგომ 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა.