ფეხბურთი

18:42 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი “ბაიერნთან” ახანგრძლივებს

რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც კლუბის პრეზიდენტი კარლ ჰაინც რუმინიგე Sport Bild-თან საუბარში აცხადებს, ყველაფერი მალე შეთანხმდება.

“ლევანდოვსკი? – ყველაფერი კარგად მიდის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ცოტა დრო სჭირდება. მე მჯერა, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და ეს ჩვენთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა რუმინიგემ.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი “ბაიერნში” 2014-2015 წლების სეზონში გადავიდა და დღემდე 118 შეხვედრაში და 63 გატანილი გოლი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114808