ბაზელის ტურნირის 1/8-ფინალში არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ბელგიელი დავიდ გოფინი 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“ეს სეზონი ყველაფრით განსაკუთრებული იყო. ვცდილობ თითოეული მატჩიდან სიამოვნება მივიღო. ჩემი მაჯა კარგად არის. ჩემი მთავარი მიზანია სეზონი ჯანმრთელმა დავამთავრო”- განაცხადა დელ პოტრომ.
ბაზელის ტურნირის 1/4-ფინალში დელ პოტრო იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.