ფეხბურთი

0:36 | 28.10.2016 | ნანახია 1218 - ჯერ

რამი: “ემერი პსჟ-ში გადასვლას მთავაზობდა”

“სევილიას” ცენტრალური მცველი ადილ რამი Marca-ს ჟურნალისტს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზაფხულში უნაი ემერი პსჟ-ში გადასვლას სთავაზობდა, თუმცა “სევილიაში” დარჩენა ამჯობინა.

“უნაი ემერის ზაფხულში ვესაუბრე და მითხრა, რომ პსჟ-ში ჩემი ხილვა სურდა. ის “ჩელსიში” წასული დავიდ ლუისის შემცვლელად განმიხილავდა, თუმცა “სევილიაში” დარჩენა ვარჩიე.

შესანიშნავ კლუბში ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ “სევილიათვის” საჭირო მოთამაშე ვარ. შესაბამისად, პსჟ-ში გადასვლა რისკი იყო, რადგან პარიზელებს შესანიშნავი ცენტრი ჰყავთ და ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო.” – განაცხადა 30 წლის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ რამი “სევილიაში” 2015 წლის ზაფხულში “მილანიდან” გადავიდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 54 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებიადილ რამი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:17 | 28.10.2016
MILANSKI18 (171)

Silvac tu wavida gadaiyvans emeri

0.065856