ფეხბურთი

21:01 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" პერესს 6 კვირით მოისაკლისებს

ლონდონის "არსენალის" 28 წლის ფეხბურთელი ლუკას პერესი 6 კვირის განმავლობაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია Goal-მა გაავრცელა. ესპანელმა ფეხის დაზიანება "რედინგთან" მოგებულ (2:0) ლიგის თასის მერვედფინალურ მატჩში მიიღო.

პერესი "მეთოფეთა" რიგებს მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.129376