არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ნოემბერში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ცნობილია. “ალბისელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუზამ თითქმის უძლიერეს შემადგენლობას უხმო – ერთადერთი გამონაკლისი პაულო დიბალაა, რომელსაც ტრავმა აქვს.
მის ნაცვლად გუნდში დაბრუნდა ეზეკიელ ლავეცი, რომელიც ჩინეთში თამაშობს. სანაკრებო სიაში ისევ არაა მილანის “ინტერის” ბომბარდირი მაურო იკარდი.
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), ხერონიმო რული (“სოსიედადი”, ესპანეთი)
მცველები: მატეო მუსაჩო (“ვილიარეალი”, ესპანეთი), ფაკუნდო რონკალია (“სელტა”, ესპანეთი), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი), რამირო ფიუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი), ხულიო ბუფარინი (“სან პაულუ”, ბრაზილია), პაბლო ზაბალეტა (“სიტი”, ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), მარტინ დემიკელისი (“ესპანიოლი”, ესპანეთი), ემანუელ მასი (“სან ლორენცო”)
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“ლაციო”, იტალია), ევერ ბანეგა (“ინტერი”, იტალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ენცო პერესი (“ვალენსია”, ესპანეთი), ნიკოლას გაიტანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), გვიდო პისარო (“ტიგრესი”, მექსიკა), მარკოს აკუნია (“რასინგი”)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, იტალია), ეზეკიელ ლავეცი (“ჰებეი”, ჩინეთი), ანხელ კორეა (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ლუკას პრატო (“ატლეტიკო მინეირო”, ბრაზილია)
არგენტინის ნაკრები, რომელიც ამ დროისთვის შესარჩევ ციკლში არასასურველ მეხუთე ადგილს იკავებს 16 ქულით, 11 ნოემბერს ბრაზილიის ნაკრებს, ხოლო 16-ში კოლუმბიას დაუპირისპირდება.