სხვა

10:18 | 27.10.2016 | ნანახია 8224 - ჯერ

რუსული მძლეოსნობის დამაქცევარი ცოლ-ქმარი სოკ-მა დაასაჩუქრა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი მძლეოსანი იულია სტეპანოვა და მისი ქმარი - რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ვიტალი სტეპანოვი წაახალისა. ოჯახური წყვილს, რომელმაც რუსული სპორტის საქმეები თავდაყირა დააყენა, სექტემბერში სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი პირისპირ შეხვდა. ახლახან კი სასიამოვნო სიურპრიზიც მოუწყო.

სწორედ ვიტალი და იულია სტეპანოვები არიან მთავარი მოქმედი გმირები გერმანული ტელეარხის - ARD-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებში, რომლებიც რუსულ სპორტში დოპინგის მოხმარებას ამხელს. ისინი ასევე აქტიურად თანამშრომლობდნენ მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან - WADA-სთან, რომელმაც ფილმების სააშკარაოზე გამოტანისთანავე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყო. შედეგად კი, რუსეთის მძლეოსანთა სრული შემადგენლობა (სიგრძეზე მხტომელ დარია კლიშინას გამოკლებით) რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გარეშე დატოვეს.

ვიტალი სტეპანოვი დოპინგ-კონტროლისა და სუფთა სპორტსმენების დაცვის საკითხებში სოკ-ის კონსულტანტი გახდა. იულია სტეპანოვას კი გრანტი გამოეყო, რათა მომავალი შეჯიბრებებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოემზადოს.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე სპორტში ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა და სოკ-ი მიესალმება ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 04.11.2016
5_stars (11475)

)

13:33 | 02.11.2016
LA.paata (757)

15:47 | 27.10.2016
kakhaberry (2630)

დამაქცევარი-ს ბრჭყალებში ჩასმა დაავიწყდა უბრალოდ

10:51 | 27.10.2016
BEERTRANCE (97819)

დამაქცევარი? დაბოლილი ჰო არ წერდი 1?

სპორტის დამაქცევარი იმ სისტემის მომგონია. ეგრე მიშას აზრით აყვავებული ქვეყანა დაუქციეს 2012 წელს. ტვინი ჰო უნდა დაატანო რას წერ?

0.073936