“მანჩესტერ სიტის” მიუნხენის “ბაიერნის” და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველის ხუან ბერნატის დამატება სურს – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 23 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გაიღოს.
ცნობისთვის, ბერნატი 2014 წელს “ბაიერნში” სწორედ "სიტის" ახლანდელმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მიიყვანა და მას შემდეგ გერმანული გრანდის მაისურით ჩატარებულ 80 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. ხუანს “რეკორდმაისტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.