ფეხბურთი

0:27 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია - გოლს+პასი (+VIDEO)

ვენის “რაპიდში” სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ – ქართველმა ფორვარდმა თავი ავსტრიის თასზე “ლინცთან” საგარეო მატჩში გამოიჩინა 33-ე წუთზე, როცა ახლო მანძილიდან დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.

გიორგიმ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და აქტიურობითაც გამოირჩა. პირველი გოლის დროს კი, საგოლე პასიც მიითვალა. გარდა ამისა, მეორე გატანილ გოლშიც მიიღო მონაწილეობა, მეტიც ახლოს იყო, რომ თავად გაეტანა. “რაპიდმა” აღშნიშნული შეხვედრა 4:0 მოიგო და თასის მეოთხედფინალში გავიდა.

0.11909