კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი მცველი ჟერემი მატიე სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფრანგმა ფეხის დაზიანება "ესპანიოლთან" გამართულ მატჩში მიიღო.
32 წლის მცველმა ბოლო ნახევარ წელიწადში ტრავმა უკვე მესამედ მიიღო. მიმდინარე სეზონში კი "ბლაუგრანას" უკანახაზელმა ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის სუპერთასზე ჯამში 6 მატჩი ჩააბარა და 1 გოლი გაიტანა.