ფეხბურთი

19:02 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რეალმა” ვასკესსაც გაუხანგრძლივა

მადრიდის “რეალმა” ლუკას ვასკესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2021 წლის 3 ივნისამდე დარჩება.

ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობა მედიასთან შეხვედრას ხუთშაბათს გამართავს და შესაბამისად, კონტრაქტზეც ხელი აღნიშნულ დღეს მოეწერება.

ლუკას ვასკესი “რეალის” აკადემიის აღზრდილია, თუმცა ფართო ასპარეზზე ორი წლის წინ “ესპანიოლში” გამოჩნდა. “რეალის” ძირითად გუნდში კი, ფეხი მყარად გასულ სეზონში მოიკიდა.

0.118904