იტალიელ მოდელს, ალისია ვენტურას, როდესაც პიპო ინძაგის ცოლი იყო – კობრი თევზივით ჯერ კიდევ მაშინ ქონდა მუდმივად დაფჩენილი პირი ჭორებისა და ტყუილ-მართლის საყბედად და ახლა, როდესაც მასთან “ყვითელი” მოკლამეები შედარებით იშვიათად მიდიან, შანსს არ უშვებს ხელიდან რაიმე სკანდალური რომ არ ამოაგვირისტოს.
ამასწინათ, ფილიპოს ნაცოლარს ჟურნალისტებთან უთქვამს, ამ ბოლო წლების განმავლობაში ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა რამდენჯერმე სცადა ჩემთან შემორიგება, მაგრამ “რაც შეიტანა ისევ იგი გამოიტანა, იმ სახელგანთქმულმა კაცმა ჩემი გულიდან და საძინებლიდანაო”.
არავინ იცის მართალია ეს ყველაფერი თუ არა და ისიც რთული სათქმელია, საერთოდ როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ამ წყვილს განშორების შემდეგ, მაგრამ ბულვარული მედიის რუზრუზა ხალხმა კი კარგად უწყის, რომ თვითპიარი და ჭორთმოყვარეობა ერთგვარი დაავადებაა და მისი განკურნების მეთოდი ჯერ არავის მოუგონია.