ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 71-ე სეზონი გამთენიისას დაიწყო.
ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა “კლივლენდ კავალიერსმა” შინ “ნიუ იორკ ნიქსი” 117:88 გაანადგურა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალერიამ” 34:19 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა სეზონის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა. “ნიუ იორკში” 19 ქულით კარმელო ენტონი გამოირჩა.
“პორტლენდმა” შინ “იუტას 113:104 აჯობა. შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც პორტლენდელებმა 36:21 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “პორტლენდის” ლიდერი დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი შესძინა. “იუტაში” კი ჯო ჯონსონი 29 ქულით გამოირჩა.