კალათბურთი

10:45 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ორი ქულა და მარცხი “სან ანტონიოსთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს რეგულარული სეზონის პირველი შეხვედრა შინ “სან ანტონიოსთან” 100:129 წააგო. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა ერთიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა. ფაჩულიას თავის თანაგუნდელებს შორის ყველაზე უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა (-3).

“გოლდენ სტეიტმა” ოთხივე პერიოდი წააგო და მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია. “სან ანტონიოში” 35 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა, “ოქროს შტატელთა” რიგებში კი კევინ დურანტი - 27 ქულით და 10 მოხსნით.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, გასვლაზე, “ნიუ ორლეან პელიკანსთან” გამართავს.

0.119123