ფეხბურთი

23:32 | 25.10.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი კარლოს ალბერტო 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1944 წლის 17 ივლისს, რიო დე ჟანეიროში დაიბადა – კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია, თუმცა, განსაკუთრებით კარგად თავი “სანტოსში” წარმოაჩინა, რომლის ღირსებასაც 12 წლის განმავლობაში იცავდა.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კი, მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე კარლოს ალბერტომ 1964-1977 წლებში 53 მატჩში 8 გოლის გატანა შესძლო. 1970 წელს, მექსიკაში გამართული მუნდიალი მოიგო და ფინალში იტალიის ნაკრების კარიც დალაშქრა. სხვათა შორის, მაშინ ალბერტო “პენტაკამპეონელთა” კაპიტანი გახლდათ. ანუ, იმ გუნდის, რომელიც დღემდე არაოფიციალურად ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. გარდა ამისა, ფიფამ კარლოს ალბერტო მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაც დაასახელა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, ხელი სამწვრთნელი საქმიანობას მიჰყო და ძირითადად სამშობლოში მუშაობდა. თუმცა, ასევე წვრთნიდა სხვადასხვა პერიოდში მექსიკურ და ამერიკულ კლუბებსაც.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:52 | 03.06.2019
RMA FANS (3925)

ყოჩახ ძმაო

14:32 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Torpedo-shi ra xdeba,daweret romelime saitma mainc, Wit-Georgia-stan 0:3 wamgebi da sulit dacemul gunds evropaze uwevs male tamashi im chineli investorebis wvriltvala deda fxodi,shemodgomamde mainc gdebuliynvnen

14:19 | 03.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

სუპერგოლების კოლექციონერია ეს ჩემის შვედი ესა

12:57 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Angelozebis forvardi
Ibrahimas shvili
Sul ofsaidshi xvdeba
Sheni grdzeli cxviri

0.075144