ფეხბურთი

16:41 | 25.10.2016 | ნანახია 2007 - ჯერ

“დინამოს” ვიაჩესლავ გროზნი გაწვრთნის

თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვიაჩესლავ გროზნი დაინიშნა. ქართულმა კლუბმა 60 წლის უკრაინელი სპეციალისტი დღეს, ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ოფიციალურად წარადგინა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ითქვა, მხარეებს შორის კონტრაქტი სამწლიანია (1+2 სისტემით).

გროზნი ბოლოს უჟგოროდის "ჰოვერლას" წვრთნიდა. კარიერის განმავლობაში უმუშავია მოსკოვის "სპარტაკში", "დნიპროში", კიევის "არსენალში", "ტერეკში", ბულგარეთის "ლევსკისა" და ყაზახეთის "ტობოლში".

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ერთი თვის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სლოვაკი იურაი იარაბეკი დაითხოვა და გუნდს ბოლო მატჩებში თამაზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.411523
2007