დევიდ ბექჰემი “რეალში” ბრუნდება. თუმცა, “სანტიაგო ბერნაბეუს” არ უბრუნდება როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ელჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექჰემი მოლაპარაკებას აწარმოებს “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ დევიდთან მას შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც “ბარსელონაში” იგივე თანამდებობაზე რონალდინიო მიიწვიეს.
შეგახსენებთ, დევიდ ბექჰემი მადრიდის “რეალში” 2003-2007 წლებში ირჯებოდა და 116 მატჩში 13 გოლი გაიტანა (პრიმერადივიზონის ეგიდით).