ფეხბურთი

1:17 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი, ლა ლიგის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ანტუან გრიზმანი, ესპანეთის ჩემპიონატის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება, რამდენიმე წუთის წინ, ვალენსიაში გამართულ ლა ლიგის გასული სეზონის დაჯილდოებაში მოიპოვა. გარდა ამისა, ანტუანი ფანების რჩეულიც გახდა.

ცნობისთვის, გრიზმანმა გასულ ლა ლიგაში 38 შეხვედრა ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობა ასე გამოიყურება:

მეკარე: იან ობლაკი (“ატლეტიკო”);
მცველი: დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”);
თავდამსხმელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”);
უცხოელი ფეხბურთელი: ლუის სუარესი (“ბარსელონა”);
სეზონის აღმოჩენა: მარკოს ასენსიო (“ესპანიოლი” – ამჟ. “რეალი”)
ფანების რჩეული: ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
სეზონი საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127154