ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ Marca-მ ლა ლიგის მე-9 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე ვიგოს “სელტადან” არიან წარდგენილნი, რომელმაც საკუთარ მოედანზე გამართულ გალისიურ დერბიში “დეპორტივო” გაანადგურა (4:1).
მე-9 ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: სერხიო ასენხიო (“ვილიარეალი”);
მცველები: მანდი (“ბეტისი”), გუსტავო კაბრალი (“სელტა”), მარიანო (“სევილია”), იური ბერჩიჩი (“სოსიედადი);
ნახევარმცველები: ფაბიან ორელიანა (“სელტა), სტივენ ნ’ზონზი (“სევილია”), ხოაკინ სანჩესი (“ბეტისი”);
თავდამსხმელები: სანდრო რამირესი (“მალაგა”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), იაგო ასპასი (“სელტა”).