ფეხბურთი

16:57 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთის” 15 ნომინანატი ცნობილია

“ოქროს ბურთის” 30 კანდიდატიდან ნახევარი, ანუ 15 უკვე ცნობილია. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა” 2016 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებად ამ დროისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”, გაბონი), გარეტ ბეილი (“რეალი”, უელსი), ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, შვედეთი), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი), კოკე (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, არგენტინა), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”, ურუგვაი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, საფრანგეთი), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, არგენტინა).

დანარჩენი 15 ფეხბურთელის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი, თუმცა ოდნავ მოგვიანებით. უშუალოდ “ოქროს ბურთის” მფლობელი კი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ “ოქროს ბურთს”, ადრინდელის მსგავსად, ამჯერადაც უშუალოდ “ფრანს ფუტბოლის” ჟურნალისტები გამოავლენენ და მასში ფიფა აღარ ჩაერევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097586