მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კარიშტიანუ რონალდუ “ბილბაოსთან” ალვარო მორატას მიერ გატანილი გადამწყვეტილი გოლის გაუქმებას ითხოვდა – ვარაუდობს ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა “ასი”. წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მორატას გოლის ეპიზოდში უცნაური მოძრაობა გააკეთა და გვერდით არბიტრს თურმე თამაშგარეზე მიანიშნებდა...
შესაძლოა, ეს უბრალოდ, ინსტიქტური ქცევა იყო რონალდუს მხრიდან და სიმართლე რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენია გოლის არჩათვლა მისი სურვილი ყოფილიყო. თუმცა, ვინ იცის, ადრე არაერთხელ ყოფილა სიტუაცია, როდესაც კრიშტიანუს თანაგუნდელის გატანილი გოლი არც ისე გახარებია. მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი ალვარო არბელოას გოლი იყო, როცა რონალდუმ უკმაყოფილება საჯაროდ მაშინვე გამოხატა...
უშუალოდ გუშინდელი მატჩი კი, მადრიდის “რეალმა” მორატას მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო (2:1) და ლა ლიგას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.