“კლიპერსის” ერთ-ერთი ლიდერი პოლ პირსი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პირსს კოჭი აქვს დაზიანებული, რის გამოც ვეტერანი კალათბურთელი სეზონის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
27 ოქტომბერს “კლიპერსი” ნბა-ს ახალი 2016/17 წლების რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრაში “პორტლენდს” დაუპირისპირდება.