მილანის “ინტერი” შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩეს. Goal.com-ის ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა ფრანკ დე ბურთან საუბარს გეგმავს და ოთხშაბათს, “ტორინოსთან” მატჩი მისთვის ბოლო შანსი იქნება – თუ “ინტერი” ვერ მოიგებს, ჰოლანდიელს ბარგის ჩალაგება მოუწევს.
ლომბარდიული გრანდის შეფების უკმაყოფილება გუნდის ბოლოდროინდელმა ცუდმა თამაშმა გამოიწვია. იტალიის ჩემპიონატში “ინტერმა” ბოლო 4 მატჩში ერთი ქულა მოიპოვა, ხოლო ზედიზედ სამი თამაში წააგო. ამჟამად გუნდი 11 ქულით მე-14 ადგილზეა.