“მანჩესტერ სიტი” უკვე ზედიზედ 5 თამაშია ვერ იგებს. ასეთი გრძელი მოუგებელი სერია კი, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდს, ბოლოს 2009 წლის მარტში ჰქონდა –კატალონიის “ბარსელონაში”.
აღსანიშნავია, რომ მოუგებელი სერიის მიუხედავად “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგაში მე-9 ტურის შემდგომ 20 ქულით პირველ ადგილს “არსენალთან და “ლივერპულთან” იყოფს.