ფეხბურთი

15:00 | 23.10.2016 | ნანახია 2166 - ჯერ

პერესი: “ზიდანის ყიდვა ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მიაჩნია, რომ მისი საუკეთესო შენაძენი “სამეფო კლუბის” ისტორიაში ზინდედინ ზიდანია. ეს, მიუხედავად იმისა, რომ პერესმა მადრიდულ გრანდში არაერთი ვარსკვლავი მიიყვანა.

“ზინედინ ზიდანი “რეალის” ლეგენდაა – ჯერ, როგორც ფეხბურთელი იყო გამორჩეული, მერე როგორც მწვრთნელი და ახლა, როგორც მთავარი მწვრთნელი. 2001 წელს მისი შეძენა იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება “რეალში”, - ციტირებს “ტუტოსპორტი” პერესის სიტყვებს.

ზინედინ ზიდანი “რეალმა” 2001 წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” 72 მილიონ ევროდ შეიძინა და აღნიშნული თანხა სარეკორდოც იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. საერთოდ, იმ პერიოდში პერესი ყოველ ზაფხულს მინიმუმ ერთ ვარსკვლავს ყიდულობდა – თუნდაც, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო, დევიდ ბექჰემი კლუბმა 2000-2003 წლებში დაიმატა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:30 | 23.10.2016
BATIGOLI 9. (4375)

გადაასხით ერთმანეთს : ))

15:23 | 23.10.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ეგრეა ფლორენტინოჯან ეგრე...
მაგარი რეალი იყო მართლაც ამ საუკუნის дასაწყისში. სამი სეზონის მანძილზე პლანეტის სამი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძინეს - ფიგუ, ზიдანი, რონალдო.
ეს იყო ინдივიдუალისტების ზეიმი, სუპერშემსრულებლების შოუ. ამ გუნдის ტაქტიკაც дა სტრატეგიაც იყო ლამაზი, ესთეტიური ფეხბურთი. ბუნებრივია შეдეგიც იყო - 4 წლის მანძილზე ან ჩემპიონთა ლიგა, ან ლა ლიგა.
აი მერე дა მერე კი ე.წ. გალაქტიკოს პროექტის შემдეგი ფაზა, ბექჰემის дა ოუენის მოყვანა дა ამдენი შემტევის ერთიანაд ძირითაдში дაყენება უკვე მართლაც ზეдმეტი იყო.

0.118931