ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “ანდორამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ბილბაოს” ოთხი ქულის სხვაობით, 85:81 აჯობა.
სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა ქართველი ცენტრი, რომელმაც პარკეტზე 27:44 წუთი გაატარა - ხსენებულ დროში 9 ქულა და 8 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხი საჯარიმოდან სამი გამოიყენა.
რაც შეეხება ბურჯანაძეს, იგი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე საუკეთესო იყო. ბექამ 20:14 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ახალგზარდა ქართველი მატჩის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა. ბურჯანაძემ 7-დან ხუთი ორქულიანი ისროლა ზუსტად, 6 ჯარიმიდან კი არც ერთი აუცილებია. სამაგიეროდ, ოთხიდან ვერც ერთი სამქულიანი ჩააგდო, თორემ მონაგარი გაცილებით შთამბეჭდავი ექნებოდა.
ქართველების “ანდორა” ჩატარებულ 4 თამაშში მოპოვებული 6 ქულით მეხუთე ადგილზეა და სხვებთან შედარებით ერთი შეხვედრით ნაკლებიც აქვს გამართული.