ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" ესტონეთის ჩემპიონატში 4:0 მოუგო "პაიდეს" და ქართველმა ნახევარმცველმაც გაიტანა გოლი. მეორე ტაიმის დასაწყისში 3:0 გახადა ანგარიში. ბეგლარიშვილს გოლები ხშირად ვერ გააქვს, მაგრამ საგოლე პასების მიხედვით ჩემპიონატში ლიდერია.
"ფლორა" მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ "ინფონეტს" ორი ქულით ჩამორჩება და ორი ტური დარჩა. ჩემპიონობის შანსი აქვთ "ლევადიასა" და "ნიმე კალიუსაც".
ბეგლარიშვილი ესტონეთის სამგზის ჩემპიონია (2010, 2011, 2015), ორჯერ მოუგია თასი და სამჯერაც - სუპერთასი.