ფეხბურთი

14:04 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მგელი “ზაბივაკა” - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თილისმა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის თილისმა გახდა მგელი, სახელად “ზაბივაკა”. გამოკითხვა, რომელსაც რუსეთში გასამართი მუნდიალის ოფიციალური თილისმა უნდა გამოევლინა, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - მგელმა ხმათა 52,8 პროცენტით იმარჯვა. “ზაბივაკას” კონკურენციას ვეფხვი (26,8 %) და კატა (20,4 %) უწევდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური თილისმის ავტორია ტომის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის კათედრის სტუდენტი ეკატერინა ბოჩაროვა.

მუნდიალის ოფიციალური თილისმის წარდგენის ცერემონიალში, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოსთან ერთად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი რონალდო მონაწილეობდა, რომელიც ოთხი წლის წინ, მის სამშობლოში გამართული ჩემპიონატის თილისმის წარმდგენიც იყო:

“ფულეკო ბრაზილიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ჩემს შვილებს ძალიან უყვარდათ, მან უფროსი ასაკის ადამიანების გულიც მოიგო. დრო ძალიან სწრაფად გავიდა და ჩვენ უკვე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თილისმას წარვადგენთ. ეჭვი არ მეპარება, რომ “ზაბივაკა” მთელს მსოფლიოში გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ. თილისმა ძალიან დიდ როლს თამაშობს ტურნირის პოპულარიზაციაში და დიდ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებლებს სტადიონზე” - განაცხადა ღონისძიებაზე “ფენომენმა”.

აქვე რუსეთის პირველი არხის ვრცელი სიუჟეტი "ზაბივაკას" შესახებ:

0.114062