ფეხბურთი

11:29 | 22.10.2016 | ნანახია 2163 - ჯერ

უმაღლესი ლიგა - მეათე ტური

22-23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეათე ტურის მატჩები გაიმართება. გულშემატკივრებს ტურის ექვსივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. „სამტრედია“ – „საბურთალოს“, „კოლხეთი 1913“ – „სიონისა“ და „ლოკომოტივი“ – „ჩიხურას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. „დილა“ – ბათუმის „დინამოს“ ტელეკომპანია თრიალეთი, „შუქურა“ – „გურიას“ აჭარის ტელევიზია, თბილისის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირებას კი, დინამოელთა ვებ-გვერდი.

ცენტრალურ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. საჩხერლები 17 ქულით თეთრ ჯგუფს ლიდერობენ, თბილისელებს კი, 11 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. პირველ წრეში აღნიშნული გუნდების მატჩი იმერელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება გორში. „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს. გორელებს 7 ჩატარებულ შეხვედრაში 9 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილს იკავებენ, ბათუმელებს კი, 8 მატჩი აქვთ ჩატარებული, 13 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. პირველ წრეში ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართული მატჩი აჭარელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ქობულეთის „ჩელე არენაზე“. ადგილობრივი „შუქურა“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთს „გურიას“ უმასპინძლებს. მასპინძლებს 7 ქულა აქვთ და უმაღლესი ლიგის თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილზე არიან. ლანჩხუთელებს კი, 8 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე არიან. მიმდინარე სეზონში გუნდების პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. უმაღლესი ლიგის დარჩენილ შეხვედრებში, ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს, „სამტრედია“ თბილისის „საბურთალოს“, თბილისის „დინამო“ კი, „ცხინვალს“.

შუქურა - გურია

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.adjaratv.ge

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ა. კოკაია, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: გიგა ჭეიშვილი, გიორგი ჭედია (ორივე გურია)

დილა - დინამო ბთ

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.trialeti.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე (დილა), თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ლოკომოტივი - ჩიხურა

თბილისი, "მიხეილ მესხი", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ბ. გლუშჩუკი, დ. სანოძე, გ. დოგრაშვილი

სამტრედია - საბურთალო

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

კოლხეთი 1913 - სიონი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ფიფია, გ. ვარდიძე, შ. ქუხილავა, ა. ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: იგორ ოზარკივი, ლაშა ჯღამაია, ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე (ყველა კოლხეთი 1913)

დინამო თბ - ცხინვალი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, ა. ნონიკაშვილი

სფფ-ის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:05 | 23.10.2016
Buratino (3505)

berodaviti
drogba

ძმებო, მეტი საქმე არ გაქვთ რომ ტყუილად ნერვებს იშლით? არ გავკარი მაგათ (ფედერაციის) ნაცოდვილარს სახელად დოღ-ლიგას?!

00:02 | 23.10.2016
Buratino (3505)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:13 | 22.10.2016
drogba-11 (13246)

berodaviti გეთანხმები ძმა მესმის შენი დამოკიდებულება და ვიზიარებ სავსებით მაგრამ იმდენჯერ გადამხდა მე ასეთი რამე სულ ასე ვწერ და ხმას არავინ იღებს სანამ სხვას არ გადახდება ხოიცი ხმას მანამდე არავინ ამოიღებსო შენზე არ გეგონოს ეს ნათქვამი უბრალოდ საერთოდ ვამბობ ამას რაც მე ასეთ არაადეკვატურ ქმედებებზე გამიმახვილებია ყურადგება აქ ეს კიდე არაფერია ისეთი რაღაცეები გაუკეთეს გორის დილას რო ჩამოვთვალო ალბათ ამ საიტზე ერთი 3-4 საათი მოუნდები მაგ ყველაფრის დაწერას და ერთ კონტექსში მოთავსებას და უკვე დავიღალე და თანაც აზრს ვერ ვხედავ ჩემ ძალას ამ შემთხვევაში არც ძალა აქვს და არც შედეგი მოაქვს რამდენი გინდა ვწერო ჩემი აზრით მაინც უფრო მაღალი ეშელონებიდან წყდება მსგავსი გადაწყვეტილებები და უკვე მეც შეგუებული ვარ

16:23 | 22.10.2016
berodaviti (4285)

ფედერაციავ ვის რაღათ უნდა ესეთი ფეხბურთი, გულშემატკივარს მთლად ნუ გააძულებთ თავს, მსაჯების დასჯის მაგივრად კიდევ ჩვენ გვერჩით, ნამუსი აღარაა ?!

ფეხბურთი სიყვარული, სიკეთე, შრომა, თავდადება, ვაჟკაცობა, სილამაზე, სიამოვნება იყო ოდითგანვე

ამათ უნდათ პირიქით აქციონ ამ სამარცხვინოებმა, მანამდე თქვენ გაგყრით აქედან

ფეხბურთი კვლავ დარჩება ბრძოლა მინდორზე, ძმობა ცხოვრებაში

ეგ უსამართლო სანქციები გაუკეთეთ უკანალში მიშას სამარცხვინო ნაცბანდას

გვაცალეთ ფეხბურთის თამაში, ყურება და ამ გაჭირვებულ ყოფაში ლამის ერისთვის ერთადერთი პოზიტივით სიამოვნების მიღება, თორემ მიიღებთ სამართლიან პასუხს

13:57 | 22.10.2016
drogba-11 (13246)

სამტრედიელ რაუქნა ეხლა ბათუმს გადაწყვიტე მოუგო თუ წავაგო ?

16:33 | 22.10.2016
berodaviti (4285)

გამარჯობა ძმა

ნინუა (ვერ მივწვდი მარტვილში რომ საკადრისი მიმეზღო მაგ უვიცისთვის) მობრძანებულა კიდევ სამსაჯოდ, ეგ როგორ უნდა გაკარებოდა მინდორს მერანი-კოლხეთის სათასო მატჩში აბსურდული და არაადეკვატური ქმედებების შემდეგ, მაგრამ აი "სადისციპლინო კომიტეტმა" კვლავ ფეხბურთელები დასაჯა, მართლა ფურთხის ღირსია რა ამის შემდეგ რაღა გულით წავიდეთ საშინაო თამაშზე ქობულეთში (ნახევარი სასტავი დისკვალიფიცირებულია დარჩენილ 4 თამაშში)

0.132183