ფეხბურთი

1:00 | 22.10.2016 | ნანახია 0 - ჯერ

პრანდელის პირველი რთული გამოცდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს “მესტალიაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ვალენსია” კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

ჩეზარე პრანდელის “ვალენსიას” რიგებში დებიუტი წარმატებული გამოუვიდა და გასვლაზე “ხიხონის” დამარცხება (2:1) მოახერხა. დღეს იტალიელი სპეციალისტი “მესტალიაზე” პირველად გაიყვანს გუნდს და იგივეს გაკეთებას შეეცდება, თუმცა ეს გაცილებით რთული იქნება, რადგან მეტოქე “ბარსელონაა”.

“ღამურებმა” საშინელი სტარტის შემდეგ, ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს და გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ. თუმცა, ვალენსიელებს ბევრად მეტის ამბიცია აქვთ და ამის დამტკიცებას დღევანდელ მატჩში ყველანაირად შეეცდებიან.

მასპინძელთა ბანაკში სასიამოვნო სიახლეა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლუიშ ნანიმ ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და მეტოქის სიძლიერე აღნიშნა, თუმცა დაამატა, რომ “ვალენსიას” ერთიანი, მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს და სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლიათ.

“ლოს ჩეს” დანაკლისი მხოლოდ გილერმე სიკეირაა, რომელიც ტრავმირებულია.

საწყის 8 ტურში 2-ჯერ დამარცხდა “ბარსელონა”, რომლისთვისაც ეს მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია და ამიტომ, დღევანდელ მატჩს კიდევ უფრო დიდი ყურადღებით მიუდგება. “ბლაგრანა” 16 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ მადრიდულ კლუბებს 2-2 ქულით ჩამორჩება.

კატალონიურმა გრანდმა ოთხშაბათს საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” გაანადგურა, თუმცა ეს გამარჯვება საკმაოდ ძვირად დაუჯდა, რადგან ძირითადი შემადგენლობის ორი მცველი დაემტვრა: ხორდი ალბა და ხერარდ პიკე, რომლებიც დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ.

მათ გარდა, ტრავმირებულნი არიან იასპერ სილესენი, არდა თურანი და რაფინია ალკანტარა.

გასულ სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. ლა ლიგაში უკეთესი მაჩვენებელი “ვალენსიას” ჰქონდა, “ნოუ კამპზე” იმარჯვა (2:1), ხოლო “მესტალიაზე” ფრედ 1:1 ითამაშა. რაც შეეხება ესპანეთის თასზე გამართულ მატჩებს, “მესტალიური” შეხვედრა იგივე ანგარიშით დასრულდა, ხოლო “ნოუ კამპზე” “ბარსელონამ” გარი ნევილის “ვალენსიას” შვიდი (!) უპასუხო გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში “მესტალიას” “ვალენსიას” სამი ყოფილი მოთამაშე უბრუნდება: ჟერემი მატიე, ანდრე გომეში და პაკო ალკასერი. “ღამურების” რიგებიდან კი, ყოფილ გუნდს მუნირ ელ ჰადადი დაუპირისპირდება.

18:15 ვალენსია – ბარსელონა

ვალენსია, “მესტალია”

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, მონტოია, გაია, მ.სუარესი, ე.პერესი, პარეხო, ნანი, კანსელო, მინა.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, მასკერანო, რობერტო, მატიე, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: უნდიანო მალენკო

დღის სხვა მატჩები:

15:00 ესპანიოლი – ეიბარი
20:30 სოსიედადი – ალავესი
22:45 გრანადა – ხიხონი

თეგებილა ლიგა

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:17 | 26.08.2013
mikuni (185)

პატრიოტი საგოლ))) საიდან იღებენ ესენი ამ უტყუარ ინფორმაციას გასაგიჟებელია მოკლედ რა))

17:36 | 26.08.2013
patrioti001 (188)

ფუ ტქვენი დდ.დ.სსს შვციიი რა მართლა რააა....როგორ არ იყო შეყილაძე განაცხადში???აბა ეგ ბებია ჩემია აქ???stripslashes((strlen('http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1')>0?' http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1':' http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1'))

16:05 | 26.08.2013
El Fenomeno (2082)

მომავალში პარმაში წახვალ იმედია და კარგად წარმოაჩენ თავს :**
შეყილაძესაც თუ მიცემენ სათამაშო დროს კარგი იქნება :/

15:36 | 26.08.2013
Kala94 (6114)

წარმატებები მჭედლო .. შეიყილაძეც ატამაშონ რა !

14:58 | 26.08.2013
LAMA80 (1224)

ისე რო წაიკითხოთ რა გუნდებში ირიცხებიან ქართველები..დიახ ირიცხებიანდ ა როგორც წესი არც კი თამაშობენ...

14:43 | 26.08.2013
laciosErtguli (3640)

გერმანიის მესამე ლიგის ჰალეშერში აკაკი გოგია განაცხადში ვერ მოხვდა - ჰა, ჰა, ჰა. სტატიის დამწერი მაგარი ვინმეა რა როგორც უნდა ისე წერს გადაამოწმოს მაინც მჭედლიძეც და შეყილაძეც სათადარიგოში ისხდნენ და მარტო მჭედლიძე შეუშვეს.

14:41 | 26.08.2013
levani82 (41682)

აჰა ისევ გოგია გაურიეს

14:31 | 26.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

მჭედლიძეს წელს ბევრად უკეთEსი სეზონი უნდა ქონდეს რო მერე სერია აში გადავიდეს და პარმაში ითამაშოს

14:57 | 26.08.2013
LAMA80 (1224)

ამ დედა აფეთქებულ მაკარონეს მეორე ახალგაზრდობა აქვს წინა სეზონშის მგონი სერია B-ს საუკთესო ბომბარდირი გახდა და ეხლაც დუბლი...ძალიან უმცირებს ეს ყვეაფერი სასტარტოში გამოჩენის შანსებს მჭედლიძეს...

0.167085