თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის მეორე ტურში კაუნასის “ჟალგირისთან” დაძაბულ ბრძოლაში 73:78 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ ზედმეტი პერსონალური ფოლების გამო პარკეტზე დიდი ხანი არ გაუტარებია.
საბოლოო ჯამში, თორნიკეს მონაგარმა 21:20 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შეადგინა. შენგელიამ 7-დან სამი ორქულიანი ისროლა ზუსტად, 5-დან ოთხი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო სამქულიანით ერთხელ დაემუქრა მეტოქის ფარს და ჩააგდო.
“ბასკონია” ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” გამართავს.







