გერმანელი ჩოგბურთელის ანგელიკა კერბერის პირველ ნომრობას ამ სეზონში არაღაფერი ემუქრება, რადგან სერენა უილიამსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
კერბერი გახდა მეორე გერმანელი ჩოგბურთელი (შტეფი გრაფის შემდეგ), ვისაც სეზონი პირველ ადგილზე დაუსრულებია. აღნიშნულის გაკეთება გრაფმა 8-ჯერ შეძლო, ხოლო სერენამ 7-ჯერ მოახერხა.
კერბერმა წლევანდელ სეზონში 59 შეხვედრა მოიგო და 16 წააგო. ანგელიკამ წელს ავსტრალიის ღია პირველობა და ამერიკის ღია პირველობა ტრიუმფით დაასრულა.