ფეხბურთი

1:55 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის იღბლიანი დაბრუნება “აფას სტადიონზე”

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. 24 მატჩიდან რამდენიმე განსაკუთრებით გამოსარჩევი გამოდგა. დაფიქსირდა რამდენიმე სენსაციური შედეგი, ხოლო სამმა გუნდმა (“ზენიტი”, “შახტარი” და “შალკე”) ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ცალი ფეხით ფლეი-ოფში არიან. ჩვენთვის განსაკუთრებული მაინც შოთა არველაძის გამარჯვებაა, რომლის გაწვრთნილმა “მაკაბიმ” გასვლაზე “ალკმაარი” დაამარცხა, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი წლების განმალობაში თამაშობდა.

ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა, კლუბების სახელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ფენერბახჩე” მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბედი პირველვე ტაიმში გადაწყვიტეს. საწყისი 45 წუთის ბოლო მესამედში პოლ პოგბამ დუბლი გაიფორმა, ხოლო ენტონი მარტიალი ერთი გოლით დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ 3 გოლიდან მასპინძლებმა 2 პენალტით გაიტანეს. “წითელმა ეშმაკებმა” მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე ჟესი ლინგარდმა ოთხბურთიანი გახადა სხვაობა, ხოლო 83-ე წუთზე რობინ ვან პერსიმ ყოფილ გუნდს გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელის გოლს მთელი “ოლდ ტრაფორდი” ტაშით შეხვდა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ჯაბა ლიპარტიას “ზორია” გასვლაზე შესანიშნავ ფორმაში მყოფ “ფეიენოორდს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე იორგენსენმა შეაგდო. ქართველმა მოთამაშემ 90 წუთი ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

K ჯგუფში მილანის “ინტერმა” კანდრევას გოლით შინ “საუთჰემპტონი” დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა, ხოლო მეორე მატჩში “ბირ შევა” საკუთარ მოედანზე “სპარტასთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

E ჯგუფში “რომა” “სტადიო ოლიმპიკოზე” 82-ე წუთისთვის 3:1-ს უგებდა “აუსტრიას”, თუმცა დარჩენილ დროში 2 ბურთი გაუშვა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ფრანჩესკო ტოტისთვის საიუბილეო მე-100 გამოდგა ევროტურნირებზე და ლეგენდარულმა მოთამაშემ ეს 2 საგოლე გადაცემით აღნიშნა.

ჯგუფის მეორე მატჩში “პლზენი” საკუთარ მოედანზე “ასტრასთან” დამარცხდა.

შოთა არველაძისთვის “აფას სტადიონზე” დაბრუნება წარმატებული გამოდგა. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა “მაკაბიმ” მისი ყოფილი კლუბი “ალკმაარი” მინიმალური სხვაობით (2:1) დაამარცხა და ახლა შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

ჯგუფის პარალელურ მატჩში, ირლანდიური “დანდალკი” ახლოს იყო კიდევ ერთი სენსაციის მოხდენასთან, 71-ე წუთამდე “ზენიტს” უგებდა, თუმცა რუსებმა იმძლავრეს და ორი ბურთის გატანა შეძლეს - 1:2.

G ჯგუფში გამართული ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 2:2 დასრულდა. “აიაქსი” გასვლაზე ორჯერ უგებდა “სელტას”, მაგრამ გალისიელებმა მაინც არ წააგეს, ხოლო “პანათინაიკოსმა” “სტანდარდთან” გამართულ საგარეო მატჩში ორბურთიანი ფორა ვერ შეინარჩუნა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება.

“შალკემ” გასვლაზე თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” დაამარცხა და პირველ ადგილზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. მეორე მატჩში, პლეას გოლით “ნიცამ” სტუმრად “ზალცბურგს” მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა.

გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” შინ “სასუოლო” მიიღო და ფრედ 1:1 ეთამაშა. ქართველი ფორვარდი თადარიგში იყო. ჯგუფის მეორე მატჩში, “გენკმა” შინ მოულოდნელად “ბილბაოს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ნიკა კვეკვესკირის გარეშე მოთამაშე “გაბალა” გასვლაზე “სენტ ეტიენთან” დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამავე ჯგუფში, “მაინცმა” და ”ანდერლეხტმა” ფრედ 1:1 ითამაშეს.

ძალიან გაუჭირდა “ვილიარეალს”, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ “ოსმანლისპორთან” გასვლაზე 2:0-ს აგებდა, თუმცა მაინც გაათანაბრა და ქულა აიღო. “ფიორენტინამ” გასვლაზე “ლიბერეცი” დაამარცხა, “ოლიმპიაკოსმა” შინ “ასტანა” გაანადგურა, ხოლო დონეცკის “შახტარმა” “გენტს” 5 უპასუხო ბურთი გაუტანა და უდიდესი ალბათობით შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა.

A ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი - ფენერბახჩე 4:1 (3:0)

გოლები: 1:0, 3:0 პოგბა (31 პენ. 45+1), 2:0 მარტიალი (34), 4:0 ლინგარდი (48), 4:1 ვან პერსი (83)

ფეიენოორდი - ზორია 1:0 (0:0)

გოლი: იორგენსენი (55)

1.

მანჩესტერ იუნაიტედი

3

2

0

1

5:2

6

2.

ფეიენოორდი

3

2

0

1

2:1

6

3.

ფენერბახჩე

3

1

1

1

3:5

4

4.

ზორია

3

0

1

2

1:3

1

B ჯგუფი

ოლიმპიაკოსი - ასტანა 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 ფიგეირაში (25), 2:0 ელიუნესი (33), 3:0, 4:1 სება (34, 65), 3:1 კაბანანგა (54)
გაძევება: კანიასი (58 ას.)

იანგ ბოიზი - აპოელი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ეფრემი (14), 1:1, 2:1, 3:1 იაროუ (18, 52, 82 პენ.)

1.

ოლიმპიაკოსი

3

2

0

1

5:2

6

2.

აპოელი

3

2

0

1

4:4

6

3.

იანგ ბოიზი

3

1

1

1

3:2

4

4.

ასტანა

3

0

1

2

2:6

1

C ჯგუფი

მაინცი - ანდერლეხტი 1:1

გოლები: 1:0 მალი (10 პენ.), 1:1 ტეოდორჩიკი (65)

სენტ ეტიენი - გაბალა 1:0 (0:0)

გოლი: რიკარდინიო (70 ს.კ.)

1.

ანდერლეხტი

3

1

2

0

5:3

5

2.

სენტ ეტიენი

3

1

2

0

3:2

5

3.

მაინცი

3

1

2

0

5:4

5

4.

გაბალა

3

0

0

3

3:7

D ჯგუფი

დანდალკი - ზენიტი 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 ბენსონი (52), 1:1 მაკი (71), 1:2 ჟულიანო (77)

91-ე წუთზე მაურისიომ პენალტი ვერ გაიტანა (ზენიტი)

ალკმაარი - მაკაბი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 სკარიონე (24), 1:1 მაჰრენი (72), 1:2 გოლასა (82)

1.

ზენიტი

3

3

0

0

11:4

9

2.

დანდალკი

3

1

1

1

3:3

4

3.

მაკაბი

3

1

0

2

5:6

3

4.

ალკმაარი

3

0

1

2

2:8

1

E ჯგუფი

რომა - აუსტრია 3:3 (2:1)

გოლები: 0:1 ჰოლზჰაუსერი (16), 1:1, 2:1 ელ შაარავი (19, 34), 3:1 ფლორენცი (69), 3:2 პროკოპი (82), 3:3 კაიოდე (84)

პლზენი - ასტრა 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ალიბეკი (41), 0:2 ჰორავა (64 ს.კ.), 1:2 ჰორავა (86)

1.

რომა

3

1

2

0

8:4

5

2.

აუსტრია

3

1

2

0

6:5

5

3.

ასტრა

3

1

0

2

4:8

3

4.

პლზენი

3

0

2

1

2:3

2

F ჯგუფი

გენკი - ბილბაო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბრაბეცი (40), 2:0 ნდიდი (83)

რაპიდი - სასუოლო 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 შაუბი (7), 1:1 შრამელი (66 ს.კ.)

1.

გენკი

3

2

0

1

7:4

6

2.

სასუოლო

3

1

1

1

5:4

4

3.

რაპიდი

3

1

1

1

4:4

4

4.

ბილბაო

3

1

0

2

1:5

3

G ჯგუფი

სელტა - აიაქსი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ზიეჩი (22), 1:1 ფონტასი (30), 1:2 იუნესი (71), 2:2 ორელიანა (82)

სტანდარდი - პანათინაიკოსი 2:2 (1:2)

გოლები: 0:1, 0:2 იბარბო (12, 36), 1:2 ჟუნიორი (45+1), 2:2 ბელფოდილი (82)

1.

აიაქსი

3

2

1

0

5:3

7

2.

სელტა

3

1

2

0

5:3

5

3.

სტანდარდი

3

0

2

1

3:4

2

4.

პანათინაიკოსი

3

0

1

2

3:6

1

H ჯგუფი

შახტარი - გენტი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 კოვალენკო (12), 2:0 ფერეირა (30), 3:0 ბერნარდი (46), 4:0 ტაისონი (75), 5:0 მალიშევი (85)

კონიასპორი - ბრაგა 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მილოშევიჩი (9), 1:1 ჰასანი (55)

1.

შახტარი

3

3

0

0

8:0

9

2.

გენტი

3

1

1

1

3:6

4

3.

ბრაგა

3

0

2

1

2:4

2

4.

კონიასპორი

3

0

1

2

1:4

1

I ჯგუფი

კრასნოდარი - შალკე 0:1 (0:1)

გოლი: კონოპლიანკა (11)

ზალცბურგი - ნიცა 0:1 (0:1)

გოლი: პლეა (13)

1.

შალკე

3

3

0

0

5:1

9

2.

კრასნოდარი

3

2

0

1

6:3

6

3.

ნიცა

3

1

0

2

3:6

3

4.

ზალცბურგი

3

0

0

3

1:5

0

J ჯგუფი

ლიბერეცი - ფიორენტინა 1:3 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 კალინიჩი (8, 23), 1:2 სევციკი (58), 1:3 ბაბაკარი (70)
გაძევება: ბრეიტე (84 ლიბ.)

ყარაბახი - პაოკი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ქუინტანა (56), 2:0 ამირგულიევი (87)

1.

ფიორენტინა

3

2

1

0

8:2

7

2.

პაოკი

3

1

1

1

2:3

4

3.

ყარაბახი

3

1

1

1

5:7

4

4.

ლიბერეცი

3

0

1

2

4:7

1

K ჯგუფი

ბირ შევა - სპარტა 0:1 (0:0)

გოლი: პულკრაბი (71)

ინტერი - საუთჰემპტონი 1:0 (0:0)

გოლი: კანდრევა (67)
გაძევება: ბროზოვიჩი (77 ინტ.)

1.

სპარტა

3

2

0

1

4:4

6

2.

საუთჰემპტონი

3

1

1

1

3:1

4

3.

ბირ შევა

3

1

1

1

2:1

4

4.

ინტერი

3

1

0

2

2:5

3

L ჯგუფი

ოსმანლისპორი - ვილიარეალი 2:2 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 რუსესკუ (23, 24), 2:1 ნ’დიაიე (56), 2:2 პატო (74)
გაძევება: გუვენი (53 ო.)

55-ე წუთზე ბორემ პენალტი ვერ გაიტანა (ვილიარეალი)

სტიაუა - ციურიხი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გოლუბოვიჩი (63), 1:1 კონე (86)

1.

ვილიარეალი

3

1

2

0

5:4

5

2.

ოსმანლისპორი

3

1

1

1

5:4

4

3.

ციურიხი

3

1

1

1

4:4

4

4.

სტიაუა

3

0

2

1

2:4

2

0.20103