ფეხბურთი

22:39 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

როგორია “ატლეტიკოს” მომავალი?

მადრიდის “ატლეტიკო” დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდეგ ყოველ წელს პროგრესირებს და უფროდაუფრო ძლიერდება. თუ თავიდან მადრიდულ კლუბს წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება უჭირდა, ახლა ეს პრობლემა აღარაა და პირიქით, “როხიბლანკოს” უკვე კვალიფიციური მოთამაშეების დამატების შესაძლებლობა აქვს.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ მარკა-მ მადრიდელთა მომავლის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელთაგან ბევრი უკვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მოიაზრება. ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან, ყველაზე ასაკოვანი 25 წლის სავიჩია, ხოლო კონტრაქტი უფრო ადრე (2019 წელს) კოკესა და ერნანდესს ეწურებათ.

სავარაუდოდ, მადრიდელთა შემადგენლობა მომდევნო წლებში კიდევ შეიცვლება, მაგრამ მარკა-ს მომავლის გუნდიც საინტერესოა და მოდი გავეცნოთ მას: იან ობლაკი (21 წლის, 2021 წლამდე კონტრაქტი), სტეფან სავიჩი (25 წლის, 2020 წლამდე კონტრაქტი), ხოსე ხიმენესი (21 წლის, 2020 წლამდე კონტრაქტი), ლუკას ერნანდესი (20 წლის, 2019 წლამდე კონტრაქტი), სიმე ვრსალკო (24 წლის, 2021 წლამდე კონტრაქტი), კოკე (24 წლის, 2019 წლამდე კონტრაქტი), საული (21 წლის, 2020 წლამდე კონტრაქტი), ტომას ტეიე პარტეი (23 წლის, 2020 წლამდე კონტრაქტი), იანიკ ფერეირა კარასკო (23 წლის, 2020 წლამდე კონტრაქტი), ანტუან გრიზმანი (24 წლის, 2020 წლამდე კონტრაქტი), ანხელ კორეა (21 წლის, 2021 წლამდე კონტრაქტი).

0.11447