32 წლის ტოგოელი შემტევი ემანუელ ადებაიორი არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას L’equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, რამდენიმე დღეში შემტევი კლუბ “ალ-ვასლამთან” კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ადებაიორს “მონაკოში”, “არსენალში”, “სიტიში”, “რეალში”, ტოტენჰემში” და “კრისტალ პალასში” უთამაშია.