ფეხბურთი

19:46 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, III ტური - ფაქტები

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შემდეგ საინტერესო რეკორდები თუ მიღწვები დამყარდა ან განმეორდა. არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით “არსენალმა” ევროტურნირებზე საიუბილეო მეასე თამაში მოიგო. ლიონელ მესიმ მიჯრით მეორე მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიქი, ჯანლუიჯი ბუფონმა პენალტი 2003 წლის მერე პირველად მოიგერია და სხვ.

7 – ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მასზე უკეთესი მაჩვენებლი კი მხოლოდ ერთ გუნდს აქვს – მადრიდის “რეალს” (9).

100 – “არსენალმა” არსენ ვენგერის თავკაცობით ევროსარბიელზე მეასე თამაში მოიგო.

5 – მესუტ იოზილი “არსენალის” მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა (ტიერი ანრის, ნიკლას ბენტნერის, დანი ველბეკისა და ოლივიე ჟირუს შემდეგ).

50 – ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია საკუთარ მოედანზე გატანილი გოლებით.

4 – “მანჩესტერ სიტიმ” ლიგაზე პირველად გაუშვა ერთ მატჩში 4 გოლი.

2 – ლონდონის “არსენალის” რიგებში ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ორმა ინგლისელმა გოლის გატანა 2000 წლის ოქტომბრის მერე პირველად მოახერხა (ჩემპიონთა ლიგაზე). მაშინ პარლოუმ და დიქსონმა იხეირეს, ამჯერზე უოლკოტმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა.

13 – ლიონელ მესიმ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 13 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

47 – ჩემპიონთა ლიგის პირველ სამ ტურში დანიშნული პენალტებიდან მხოლოდ 47% აღმოჩნდა ზუსტი.

0 – “ატლეტიკოს” მიმდინარე გათამაშებაში გოლი არ გაუშვია. ასეთი რამ კი, სამი ტურის თავზე “როხიბლანკოს” ისტორიაში აქამდე არ მომხდარა.

1 – მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” ისტორიაში პირველად მოიგო საგარეო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე.

34 – რობერტ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაზე 55 მატჩში 34 გოლი დაუგროვდა. ამ რაოდენობის გოლების გატანისთვის კი უფრო ნაკლების მატჩების ჩატარება მხოლოდ ორ ფეხბურთელს დასჭირვებიათ: რუუდ ვან ნისტელროის (39) და ლიონელ მესის (54).

113 – ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძირითად შემადგენლობაში 113-ედ დაიწყო. ჯამში მას ლიგაზე 123 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

3 – ედინსონ კავანიმ ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველად მოახერხა.

1 – “ნაპოლიმ” ისტორიაში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მატჩი.

0 – “იუვენტუსმა” ლიგის საწყის სამ ტურში გოლი არ გაუშვა. ასეთი რამ კი, “ბებერ ქალბატონს” ბოლოს 2004-2005 წლების სეზონში მოეხერხებინა.

5 – “ლესტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სამივე თამაშის მოგება შესძლო. აქამდე მსგავსი შედეგით მხოლოდ “მილანი” (1992-1993), პსჟ (1994-1995), “იუვენტუსი” (1995-1996) და “მალაგა” (2012-2013) იწონებდნენ თავს.

10 – ტურინის “იუვენტუსმა” “ლიონთან” გამარჯვება ათი ფეხბურთელით მოახერხა. ბოლოს კი “იუვემ” ჩემპიონთა ლიგაზე კაცნაკლულმა თამაშის მოგება 2005 წლის ნოემბერში, მიუნხენის “ბაიერნთან” შესძლო.

22 – სწორედ ამ რაოდენობის წითელი ბარათი აქვს ლიგაზე “იუვენტუსს” მიღებული, რაც აბსოლუტური რეკორდია. მეტიც, სხვა გუნდებთან შედარებით 5 გაძევებით მეტია და აღნიშნული შედეგი კარგა ხანს მიუწვდომელი დარჩება.

2003 – ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე (თამაშიდან და არა პენალტების სერიაში) თერთმეტრიანის მოგერიება 13 წლის მერე მოახერხა. ლაკაზეტამდე მან 2003 წლის 14 მაისს, ლუიშ ფიგუს არ გაატანინა. ჯამში კი, ლიგაზე ჯიჯის ოთხი პენალტი აქვს აღებული (ორჯერ “პარმას” რიგებში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ).

1 – ჰატემ ბენ არფამ ლიგაზე 2009 წლის ნოემბრის მერე პირველად ითამაშა. მაშინ ფრანგმა შემტევმა “მარსელის” რიგებში “მილანის” წინააღმდეგ იასპარეზა.

1 – ანხელ დი მარიამ ერთწლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა.

1 ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია 2006 წლის სექტემბრის მერე, ვინც ერთ მატჩში ორ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს ასეთი რამ ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროის გაეკეთებინა.

3 – სტამბულის “ბეშიქთაშმა” “ნაპოლისთან” კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი შეაგდო.

1 – ამასთან, “ბეშიქთაშმა” ჩემპიონთა ლიგაზე 2009 წლის მრე პირველი თამაში მოიგო. ბოლოს სტამბოლელებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ჰყავდათ “ოლდ ტრაფორდზე” დამარცხებული.

1 – ფაბრი თურქული გუნდების პირველი მეკარეა ფერნანდო მუსლერას მერე, ვინც ლიგაზე თერთმეტრიანი მოიგერია.

3 – ლიონელ მესი ლუის ადრიანოს შემდეგ პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა.

0.113382