ფეხბურთი

18:17 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ქეცბაიამ “ანორთოსისი” უარით გაისტუმრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისი” იწვევდა, მაგრამ კვიპროსული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ქართველმა მათი შეთავაზება უარით გაისტუმრა.

როგორც “ანორთოსისი” ოფიციალურად იუწყება, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა, რომელმაც მშვიდ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა, მაგრამ ქეცბაიამ უარი თქვა. მიზეზად კი, ქართველმა სპეციალისტმა მისი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა და უთქვამს, ახლა ჩემი დანიშვნა არც მე და არც გუნდს არ წაადგებაო.

თემურმა კლუბს მადლობა გადაუხადა დაინტერესებისთვის და გამოჩენილი ყურადრებისთვის – როგორც “ანორთოსისის” საიტი წერს, გუნდი ახალი სპეციალისტის ძიებას შეუდგა.

შეგახსენებთ, ქეცბაია აქამდე ათენის აეკში მუშაობდა, მაგრამ ბერძნული გუნდიდან ორი დღის წინ დაითხოვეს და “ანორთოსისს” მისი დაბრუნება სურდა. მოგეხსენებათ, ქეცბაია ფამაგუსტაში ჯერ როგორც ფეხბურთელი თამაშობდა, ხოლო მერე წვრთნიდა და 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა.

0.13084