ფეხბურთი

18:55 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა “ოქროს ბუცი” მიიღო

“ბარსელონას” ფორვარდმა ლუის სუარესმა, 2015/2016 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ევროპული საფეხბურთო ლიგების ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი” მიიღო. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი დღეს, ბარსელონაში გაიმართა.

“ჩემი მიზანი ბომბარდირული რეკორდების დამყარება არასდროს ყოფილა. მთავარი - გუნდური წარმატებაა და მოხარული ვარ, რომ “ბარსელონაში” ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხე. რომ არა შესანიშნავი პარტნიორები გუნდში, “ოქროს ბუცს” ვერ მოვიპოვებდი. ეს ჯილდო გუნდური ძალისხმევის შედეგია. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით. გასული სეზონი კი მართლაც ფანტასტიკური იყო ჩემთვის. დავრჩები თუ არა კარიერის ბოლომდე “ბარსაში”, ამაზე საუბარი ნაადრევია. აქ თამაშისთვის მუდმივად უმაღლეს დონეზე ყოფნაა აუცილებელი და იმედი მაქვს, ამას შევძლებ” - განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, რომელმაც გასულ სეზონში 40 გოლი გაიტანა და გონსალო იგუაინს (36) და კრიშტიანუ რონალდუს (35) აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116758