ფეხბურთი

14:21 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა, მაგრამ ბრავოს ისევ ვენდობი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ განაცხადა, რომ თამაშის ბედი იმ ეპიზოდში გადაწყდა, როცა მოედნიდან მანჩესტერელთა მეკარე კლაუდიო ბრავო გააძევეს.

“შეიძლება ითქვას, რომ ბრავოს გაძევების შემდეგ თამაში დასრულდა. კლაუდიოს ვესაუბრე, ის კარგად აანალიზებს თავის შეცდომას და იმედგაცრუებულია. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია, შეცდომას ყველა ფეხბურთელი უშვებს. მას დიდი გამოცდილება აქვს და წარუმატებლობის გაკვეთილად გამოყენება შეუძლია, კლაუდიოს კვლავინდებურად ვენდობი. რაც შეეხება ზოგადად მატჩს, აქტიურები ვიყავით, მომენტებიც გვქონდა და ასეთ თამაშებში შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. თავიდანვე ვიცოდით რა რთულ ჯგუფში მოვხვდით და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ” - განაცხადა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ.

მანჩესტერელთა თავკაცის მიერ ნახსენები ეპიზოდი, მატჩის 52-ე წუთზე მოხდა, როცა კლაუდიო ბრავომ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან შეცდომა დაუშვა და ბურთი სუარესს ჩააბარა, შემდეგ კი მისი დარტყმული საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ხელით მოიგერია, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა.

0.115546