ფეხბურთი

12:41 | 20.10.2016 | ნანახია 3365 - ჯერ

პლუს 15: საქართველო ფიფას რეიტინგში 122-ე ადგილზეა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 15 ადგილით ზემოთ აინაცვლა და 122-ე პოზიციაზეა. განვლილ ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა რეიტინგი ბოლო ოთხი წლის შედეგების მიხედვით დგება და კიდევ, უელსთან 1:1-მა სწორედ რომ იმოქმედა: უელსელები მეათე პოზიციაზე იყვნენ რეიტინგში.

უშუალოდ ევროპულ ნაკრებებს შორის, საქართველო 11 ქვეყანას უსწრებს, მათ შორის, სომხეთსაც, რომელიც 125-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სომხეთი, ლუქსემბურგი,კვიპროსი, მაკედონია, კოსოვო, მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტაინი, სან მარინო, ანდორა, გიბრალტარი - უეფას წევრი ეს ქვეყნები არიან საქართველოზე ქვემოთ.

რეიტინგში ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ჩერნოგორიას (პლუს 49 ადგილი), ხოლო ყველაზე დიდი რეგრესი კვიპროსს (მინუს 52).

1 (1). არგენტინა - 1621

2 (3). გერმანია - 1465

3 (2). ბრაზილია - 1410

4 (2). ბელგია - 1382

5 (4). კოლუმბია - 1361

6 (6). ჩილე - 1273

7 (8). საფრანგეთი - 1271

8 (7). პორტუგალია - 1231

9 (9). ურუგვაი - 1175

10 (11). ესპანეთი - 1168

...

30 (26). ავსტრია - 792

33 (31). ირლანდია - 776

43 (50). სერბეთი - 650

122 (137). საქართველო - 276

173 (161). მოლდოვა - 119

რეიტინგი სრულად


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:37 | 21.10.2016
levani82 (41682)

alermedoni

ჯერ გაარკვიე და გინება თუ საჭიროა მერე დაიწყე. კრასნოდარმა ევროპა ლიგის განაცხადში დარეგისტრირება ვერ მოასწრო, რადგან თვითონ ოქრი ძაან გვიან მივიდა და მაგ დროს რეგისტრაციის დრო ამოწურული იყო

21:12 | 20.10.2016
alermedoni (64)

ოქრიაშვილი განაცხადშიც არ ყავთ ამ კრასნოდარში მაგარი შიგა აქვთ

20:44 | 20.10.2016
dubligi (1489)

კაი ხანია ვეძებ იგივეს კალათბურთზე...სადაც ბევრად უფრო მეტი წარმატებები გვაქვს და რატომღაც, 2016 წლის აგვისტოს მერე, განახლება არ არის
არადა წესით უნდა ავიწიოთ მაღლა საკმაოდ..თუმცა მაგათაც იდიოტური დათვლის სისტემა აქვთ...ან აგვისტომდე, როგორ გვასწრებენ, მართლა ჩვენზე სუსტი სადღაც 10 ნაკრები...
თუ ვინმემ იცით ისეთი კალათბურთის რეიტინგი, სადაც ჩვენი სექტემბრის შესანიშნავი შედეგებია ასახული, იქნებ ლინკი დადოთ...ან ადმინმა დადოს იქნებ...მადლობა წინასწარ

23:51 | 20.10.2016
BEERTRANCE (97819)

მაგათ ყველაზე ბოთე სისტემა აქვთ, მსოფლიო, კონტინენტური პირველობები და ოლიმპიადა მიიღება მარტო მხედველობაში

21:15 | 20.10.2016
alermedoni (64)

stripslashes((strlen('http://www.fiba.com/rankingmen#|tab=fiba_europe')>0?'http://www.fiba.com/rankingmen#|tab=fiba_europe':'http://www.fiba.com/rankingmen#|tab=fiba_europe'))

17:53 | 20.10.2016
kila (557)

ვითომ უნდა გვიხაროდეს? უელსი რომეზეღაა?

16:44 | 20.10.2016
Levan911 (2406)

ველით მომდევნო წინსვლას ნოემბერში. ტოპ 100 ნორმალურია.

13:25 | 20.10.2016
aiarugby (3)

როგორიც გაქვს ფეხი შენი იქ მიგიყვანს ბედი შენი

12:58 | 20.10.2016
zangura (786)

ფარერის კუნძულები 74-ე ადგილზეა, ჩვენ 122 : ))

მაგრად ტეხავს.

12:50 | 20.10.2016
kotiko (478)

არა და შეიძლებოდა ამ ორ მატჩში 4 ქულის აღება და ალბათ ერთი 30 ადგილით წაიწეოდა წინ

0.137103