ფეხბურთი

10:30 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამასების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება. ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება.

გათამაშების ნახევარფინალისტები 19 ოქტომბერს გამოვლინდნენ, თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ: თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა", ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი". ნახევარფინალური მატჩები 2 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113238