ფეხბურთი

20:25 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" პაროლოს გაუხანგრძლივა

იტალიის სერია A-ს ბინდარმა რომის “ლაციომ” წამყვან ნახევარმცველ მარკო პაროლოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელი “სტადიო ოლიმპიკოზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მარკო პაროლო “ლაციოში” 2014 წელს “პარმადან” გადავიდა პირველივე სეზონში ნახევარმცველისთვის არადამახასიათებელი შედეგიანობა აჩვენა – 10 გოლი შეაგდო. მას შემდგომ პაროლო “ლაციალეს” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და იტალიის ნაკრებშიც სისტემატურად ხვდება. “სკუადრა აძურას” რიგებში 28-ჯერ უთამაშია.

0.121296