“მაიამი ჰიტის” მძიმე ფორვარდი კრის ბოში თამაშის განახლებას 2017/18 წლების სეზონში აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
“ვიღებ პრეპარატს, რომელმაც ბევრ კალათბურთელს მრავალი წუთი გაატარებინა პარკეტზე. ამ სეზონში დაბრუნებას არ ვგეგმავ. ჩემი გათვლებით, პარკეტზე 2017/18 წლების სეზონში გავალ”- განაცხადა კრის ბოშმა.
შეგახსენებთ, რომ ბოშს განვლილი სეზონში არ უთამაშია. კალათბურთელს ფეხში თრომბი აღმოაჩნდა და ამ პრობლემას ის თვეებია ებრძვის.