სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის სამ საუკეთესო დრიბლიორს შორისაა. დიდი უპირატესობით ლიდერობს "შახტარის" ბრაზილიელი შემტევი მარლოსი - 122 დრიბლინგი (აქედან, 66 პროცენტი წარმატებული).
მეორე ადგილზე კიევის დინამოელი ანდრეი იარმოლენკოა - 68 (57 პროცენტი), ხოლო "ვორსკლას" ქართველი ლეგიონერი - 66 დრიბლინგი (50 პროცენტი).