თამაშგარე

11:51 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შორით ტრფობა ბრაზილიურად

არახალი ამბავია, რომ ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება და ჟიზელის სილამაზისა და სიკისკისის წინაშე ქედს მისი მრავალი მეტოქე და კონკურენტიც იხრის. ისიც ბუნებრივია, რომ ჟიზელზე მრავალი მამაკაცია შეყვარებული.

თურმე ნუ იტყვით და ჟიზელ ბუნდჰენის ტრფობა გულში ბრაზილიელ ფეხბურთელ რაფაელსაც ჩავარდნია და ამას არც კი მალავს. ცოტა ხნის წინ რაფაელმა თანამემამულე მოკალმეებს ნახევრად ხუმრობით გაუმხილა, რომ ტანაშოლტილი ჟიზელი მისი ოცნების ქალია.

ოცნებას კაცი არ მოუკლავსო - ნათქვამია და ვითომ რატომ უნდა აუკრაძლოს რაფაელმა საკუთარ თავს ოცნება? მავანი იმას კი იძახის, მაგას ბუნდჰენი კოპაკაბანას პლაჟიდანაც კი არ დაანახებს თავისი სილამაზეზო, მაგრამ ხელის ჩაქნევა რა ვაჟკაცის საქმეა?!...

0.139879