ლა ლიგის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა “იპარუაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ეიბარმა” “ოსასუნა” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის დასაწყისი მასპინძელთათვის ცუდს არაფერს მოასწავებდა – ბასკები პირველივე წუთზე ესკალანტემ დააწინაურა. გაშვებულ გოლს სტუმრები არ დაუბნევია და 29-ე წუთზე სერხიო ლეონმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო კიდევ სამ წუთში დუბლი გაიფორმა და სტუმრები დააწინაურა. ნავარელებმა ანგარიშის შენარჩუნება შესვენებამდე მაინც ვერ შეძლეს და 45-ე წუთზე ენრიჩისგან გაუშვეს.
მეორე ტაიმი უხვგოლიანი არ გამოდგა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა – 58-ე წუთზე ასიერ რიესგო ოიერმა დაამწუხრა და თავის გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუპოვა - 2:3.
“ეიბარი” 11 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “ოსასუნა” 6 ქულით მე-19 საფეხურს იკავებს და მხოლოდ “გრანადას” უსწრებს.
ეიბარი – ოსასუნა 2:3 (2:2)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი (რამისი 62), ლეიუნი, კაპა, ლუნა, დ.გარსია, ესკალანტე (ნანო 46), ფ.რიკო, პ.ლეონი, ბებე (ხოტა 70), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ოსასუნა (5-3-2): ნ.პერესი, დ.გარსია, ფლანო, უ.გარსია, ბერენგუერი, ოიერი, დიგარდი (ფაუსტო 71), დე ლას კუევასი (ოტეგუი 79), რ.ტორესი, ს.ლეონი (ალამო 82), ო.რიერა.
მწვრთნელი: ენრიკე მარტინ მონრეალი
გოლები: 1:0 ესკალანტე (1), 1:1, 1:2 ს.ლეონი (29, 32), 2:2 ენრიჩი (45), 2:3 რ.ტორესი (58)
გაფრთხილებები: კაპა – დიგარდი, ს.ლეონი
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი