იტალიური “რომას” მარჯვენა მცველი ბრუნო პერესი ტრავმირებულია. როგორც “მგლების” ვებგვერდი გვატყობინებს, ბრაზილიელი მინიმუმ 2 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. ამავე მიზეზით მას უკვე გაუცდა მატჩი “ნაპოლის” წინააღმდეგ.
სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “რომაში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა “ტორინოდან” და დღემდე “ჯალოროსის” რიგებში 10 თამაში ჩაატარა.