ჭორებს იმის შესახებ რომ, თითქოს კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი “პარის სენ ჟერმენში” აპირებდა გადასვლას, ბოლო მოეღო.
როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება - პარასკევს, 21 ოქტომბერს, ბრაზილიელი ვარსკვლავი კონტრაქტს 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის სამხრეთ ამერიკელი ტალანტი “ბარსელონაში” 2013 წელს გადავიდა ბრაზილიური “სანტოსიდან”.