ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი “კლივლენდ კავალიერსი” ჯეიარ სმიტს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სმიტი კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც 31 წლის კალათბურთელი 57 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში სმიტი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 12.4 ქულას, 2.8 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებდა.